logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ სად იწყება და მთავრდება გამომძიებლის უფლებამოსილება
- +

18 სექტემბერი. 2018. 14:22

 

მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის და შსს-ს მიზანია, გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობა ეფექტური იყოს.

 

კონფერენციაზე -„საგამოძიებო სისტემის რეფორმა“  მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მცირე დროში ორივე უწყებამ  საგამოძიებო საქმიანობისა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა შეძლეს. შალვა თადუმაძის თქმით,  უმჯობესია,  დოკუმენტურ ფორმად იქცეს და საქმეში ჩანდეს თუ რა ნაწილში მონაწილეობდა გამომძიებელი საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში და რა ღონისძიებებს ახორციელებდა პროკურორი საპროკურორო  ზედამხედველობის განხორციელების ნაწილში.

 

„დღეს არსებული ანალიზით ცალსახად ჩანს, რომ გამომძიებელსა და პროკურორს შორის კომუნიკაციის 98 პროცენტი არის სატელეფონო, შესაბამისად, უმჯობესია ეს დოკუმენტურ ფორმად იქცეს და საქმეში ჩანდეს თუ რა ნაწილში მონაწილეობდა გამომძიებელი საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში და რა ღონისძიებებს ახორციელებდა პროკურორი საპროკურორო  ზედამხედველობის განხორციელების ნაწილში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეფორმის წამოწყება  იმ კუთხით, რომ ზუსტად ვიცოდეთ სად იწყება გამომძიებლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა და  სად მთავრდება ეს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. ასევე ზუსტად ვიცოდეთ საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების დროს საპროკურორო ზედამხედველობის რა ფორმები გამოიყენება და ამ ფორმების ფარგლებში რა უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები გააჩნია პროკურატურას და თუ ამ მიმართულებით კანონმდებლობა მკაფიო იქნება და ჩამოაყალიბებს ორივე ამ ძირითადი მოთამაშის ფუნქციებს და მოვალეობებს, ბუნებრივია შედეგიც ცალსახად იქნება ხარისხიანი და მაქსიმალურად ნდობის ხარისხი ამ მიმართულებით გაიზრდება.   დღევანდელი შეხვედრით ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი რეფორმის წამოწყებას ჩაეყრება საფუძველი“, -განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner