logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე „დაკავებები კიდევ იქნება“
- +

18 სექტემბერი. 2018. 14:32

 

 

შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, ხორავას ქუჩის ტრაგედიამ შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება, შეიძლება ითქვას, რომ დააჩქარა. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

შს მინისტრის თქმით, რეფორმის განხორციელება 6 თვის წინ დაიწყო, თუმცა ამაზე მთავრობის დამტკიცებისას პარლამენტშიც საუბრობდა.

 

„ჩვენ პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ იგივე ქურდულ სამყაროსთან, ინფორმაციის დამალვასთან, ცრუ ჩვენების მიცემასთან, მანდატურების სამსახურთან და ა.შ. დაკავშირებით. მანდატურების სამსახური ხომ პირდაპირ იყო დაკავშირებული ხორავას კრიზისთან?! რა თქმა უნდა, ამ რეფორმისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიას შორის არის კავშირი. ამ კავშირმა შეიძლება ცოტა დაგვაჩქარა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

რაც შეეხება უშუალოდ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში მიმდინარე გამოძიებას, შს მინისტრის თქმით, ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

„შსს საქმეს კვლავ იძიებს. არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner