logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ქართული მედია ჩიორას ვერ გასცდა, ჩიორას...
- +

12 მაისი. 2016. 23:45


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში უამრავი პოზიტიური ცვლილებები ყოველდღიურად ხდება, თუმცა მედიას აქცენტები ისეთ თემებზე გადააქვს, რომელიც მეორეხარისხოვანი და ნაკლებად საყურადღებოა.

 

„ისე, როგორი საინტერესო ქავეყანა დადგა ეს ჩვენი საქართველო - ?

ვერც კი წარმოვიდგენდი, რაღაც 4-5, ან 10-15 წლის წინ ხომ საერთოდ, რომ 2016 წლის საქართველოში, ერთ მშვენიერ დღეს; (მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ამბებზე მოგახსენებთ - არ დავწვრილმანდები)

 

1) 1000-დე ამერიკელი და ინგლისელი ჯარისკაცი, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლებასღირსეული პარტნიორი 2016" გადიან ქართულ ჯართან ერთად.

 

2) ჩვენი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და კორუფციის აღმოფხვრის მექანიზმებზე მსჯელობს - ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტზე და მთელი მსოფლიოს პირველ პირებს ხვდება.

 

3) ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო, სენატში გამოსვლისას საქართველოს ყველაზე თავისუფალ ქვეყანად იხსენიებს რეგიონში და კიდევ ბევრ სიკეთეებს ამბობს ჩვენზე.

 

4) EBRD- საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2,6 %-დან 3.4%-მდე ზრდის.

5) ისრაელში ქვეყნის თავდაცვის ძალების ყოფილი ოფიცერი გალ ჰირში საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთა კორუფციული გარიგების საქმეზე დაკითხეს.

 

6) საქართველო წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

7) ეს ყველაფერი ხდება უქმე დღეს...

 

მაგრამ, სრულიად ქართული მედია, - ჩიორას ვერ გასცდა, ჩიორას...... (ეკა ბესელიას მით) - ხალხო!

 

ეს ლექსიც ნაცებს......

 

პტიცა, პტიცა პტიციცაო....

რაო? გასპადინ ლისიცაო?

ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ კანეც ბლიზიტსაო.....

 

.. და ბოლოს, ერთად - ამ სამი პირველი პირის ფოტო, პირველად ვნახე ცხვოვრებაში. კაი ფოტო კია, მაგრამ რა ვქნა? ცალცალკე უფრო მომწონს სამივე...

აკი ვთქვი, საინტერესო ქავეყანა დადგა ეს ჩვენი საქართველო!!!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner