logo_geo
eng_logo
სასამართლომ მერაბ მორჩაძე პატიმრობაში დატოვა
- +

18 სექტემბერი. 2018. 15:00

 

მერაბ მორჩაძის საქმის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

 

სასამართლომ არც დაცვის მხარის ის პოზიცია გაითვალისწინა, რომლის თანახმადაც, დაკავებულის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მორჩაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუარესდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

 

მერაბ მორჩაძის საქმეზე, რომელსაც მოწმეზე ზემოქმედებას ედავებიან, წინასასამართლო სხდომა გადაიდო და 27 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება.

 

24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს. 10 ივნისს კი წინასწარი პატიმრობა მირზა სუბელიანს შეეფარდა.

 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner