სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ათეულში აგრესიული და ამბიციური ლიდერები არ იქნებიან.
ამის შესახებ გორგილაძემ, გადაცემა 2030-ში განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა სააკაშვილის გადაჭარბებული გავლენისგან გათავისუფლებაა და გასაგებია, რომ ვაშაძე, რომელსაც სააკაშვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ოდესა-თბილისს შორის კურსირებს, "ნაციონალური მოძრაობაში" დარჩენილ ჯგუფს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა", - განაცხადა გორგილაძემ.