ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი გეგეჭკორი 1923 წლის 23 თებერვალს, თბილისში დაიბადა.
მან თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო რუსთაველის თეატრში მუშაობა.
შესრულებული აქვს 120 როლი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მის მიერ განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილი (მიხეილ მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა"), შემდეგ იყო დონ სეზარი ("დონ სეზარ დე ბაზანი"), მგელი ("ჭინჭრაქა"), ტიგრან გულოიანი ("საბრალდებო დასკვნა") და საოცარი, ტრაგიკომიკური პლატონ სამანიშვილი ("სამანიშვილის დედინაცვალი").
კინოშიც 50-მდე როლი აქვს ნათამაშები, რომელთა შორის არაჩვეულებრივია "არდადეგები", „დათა თუთაშხია" და კიდევ ბევრი სხვა.
დედა მასწავლებელი - თამარ გელოვანი, მამა კი პოეტი ვლადიმერ გეგეჭკორი გახლდათ. მათ ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის მოღვაწეები. მათი საუბრები უმეტესადხელოვნების სფეროს შეეხებოდა. გიორგი ყოველთვის გატაცებით უსმენდა მათ, ფიქრობდა, კითხულობდა თეატრის შესახებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გეგეჭკორი შევიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამსახიობო ფაკულტეტზე. 1944 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა.
გოგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში