logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „ბრწყინვალების ორდენის“ ღირსეული კავალერი!
- +

18 სექტემბერი. 2018. 20:54

 

 

„ბრწყინვალების ორდენის“ ღირსეული კავალერი!

 

თედო ჯაფარიძე - გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. ქართული დიპლომატიის თანამედროვე ისტორიაში დაიკავებს კუთვნილ ადგილს თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგებით და როგორც პირველი ელჩი შეერთებულ შტატებში.

 

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეოს პოლიტიკის ერთერთი ხელმძღვანელი: ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის თავკაცობის დროს ეკავა გადამწყვეტი ხასიათის პოსტები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის უმაღლეს სტრუქტურებში.

 

მის სახელთან დაკავშირებულია ამ ეპოქის ბევრი წარმატება. განსაკუთრებით გამოსაყოფია ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის (იდეის ერთერთი ავტორის და გზაგამკვლევის) და რუსეთის სამხედრო ბაზებისა და კონტიგენტის გაყვანის მომზადება ( სტამბულის სამმიტზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრის რანგში), თვითმარქვია „გამყვანის“, ქალბატონ სალომეს წელთაღრიცხვამდე და „სატრაბახო პროზამდე“ მრავალი წლით ადრე - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი მარიხუანასა და კოკაინის გემოს უსინჯავდა, პარიზსა თუ რომში.

 

თედო ჯაფარიძე, როგორც ხელმძღვანელი, პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი, უფროსი კოლეგა და მეგობარი გახლავთ ქართველ დიპლომატთა არაერთი თაობის გზის გამკვალავი, მათ შორის იმათი, ვინც არ დაფრთიანებულა მოსკოვში, სმოლენსკის მოედანზე მდგარ ცათამბჯენში, ზოგიერთი „პუბლიცისტის“ მიერ გამოცხადებული საქართველოს „უბრწყინვალესი მინისტრის“-გრიგოლ ვაშაძის მსგავსად, სამაგიეროდ თავიანთი ხილული თუ უხილავი მასწავლებლის ხელისშეწყობით ბაქრაძეებმა, ფანჯიკიძეებმა, ალასანიებმა, ზალკალიანებმა გაიარეს ჩინებული პროფესიული კარიერული გზა, ხოლო შემდგომ დამოუკიდებლად(!), „ენთუზიაზმით“ და „ახალი“ ბოსების მეთვალყურეობით შესანიშნავად დაეუფლნენ არა მარტო ინტრიგა- „ჩაშვების“ კლასიკურ მემკვიდრეობას, არამედ "საიდანაც ქარი ქროდას" მელოდიებზე აწყობილ პრაქტიკას

 

უბრწყინვალესი ანალიტიკოსი და პუბლიცისტი, რომლის ანალიტიკური პუბლიკაციები და რეკომენდაციები, არცთუ იშვიათად, ხდება პროფესიულ და პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული განხილვის საგანი და გამოკვეთილი ავტორიტეტი დასავლეთის და ყოფილი სსრ კავშირის დიპლომატთა არაერთი თაობისთვის.

 

საოცრად თავმდაბალი, კომუნიკაბელური, კეთილშობილი, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, საქმის და მეგობრობისადმ უღალატო კაცი. "ბრწყინვალების ორდენის" მართლაც ღირსეული კავალერი.

 

და რა გასაკვირია, თუ ამ გზაზე მავალი და ამ თვისებების მატარებელი უღირსეულესი პიროვნება ვერ გაძლებდა საბავშვო ბაღიდან პირდაპირ მთავრობაში მოსული ამბიციური და მოტუტუცო ჭუჭულაშვილ-ქათამაძეების გვერდით. მათ კი, თავის მხრივ, არ ყავთ გონიერი, ბრძენი "დამცაცხანებელი", ისეთი, რომელსაც არ ეგონება, რომ ხონიდან ვაშინგტონამდე გზა სულ ია-ვარდებით არის მორთული, რომ ამ გზის გასწვრივ სულ კანაფის პლანტაციებია და ყველა ხე დოლარ-ევროთია მორთულ-მოკაზმული.

 

ბატონ თედოს წარმატებები! ისეთივე გამარჯვება "ანაკლიის ფრონტზე", როგორიც ერთად მოვიმკეთ ბაქო-ჯეიჰანისთვის ბრძოლისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner