logo_geo
eng_logo
ესპანეთში სასტუმროს მშენებლობაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 12 კი დაშავდა
- +

19 სექტემბერი. 2018. 00:35

 

 

ესპანეთში, სასტუმრო Ritz-ის მშენებლობაზე ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 12 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ მადრიდში მოხდა.

 

ადგილობრივი პრესის ცნობით, ორი დაშავებულის მდგომაროება კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, ხარაჩო მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც კონსტრუქციაზე ბეტონის ფილები დაეცა.

 

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მათ ნანგრევებიდან დაშავებულები გამოჰყავთ.

 

Ritz-ი პრადოს მუზეუმის გვერდით მდებარეობს. ის მადრიდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმროა. 1910 წელს აშენებული სასტუმრო წელს რეკონსტრუქციის მიზნით დროებით დაიხურა. გეგმის თანახმად, რემონტი 2019 წელს უნდა დასრულდეს.

 

სასტუმრო, კომპანია Mandanin Oriental Hotel Group-ს ეკუთვნის. მისი რეკონსტრუქცია 99 მილიონი ევრო ჯდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner