logo_geo
eng_logo
ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
- +

13 მაისი. 2016. 01:25


2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ფინალში გადავიდნენ.

ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz, 12 მაისს, ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. საქართველო საუკეთესო ათეულშია.


მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია:


1. ლატვია


2. საქართველო


3. ბულგარეთი


4. ავსტრალია


5. უკრაინა


6. სერბეთი


7. პოლონეთი


8. ისრაელი


9. ლიტვა


10. ბელგია


გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად, გამოავლინეს.


10 მაისს - პირველი ნახევარფინალიდან ფინალში აღმოჩნდნენ:


აზერბაიჯანი


რუსეთი


ნიდერლანდები


უნგრეთი


სომხეთი


ხორვატია


კვიპროსი


ავსტრია


მალტა


ჩეხეთის რესპუბლიკა


ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და ე. წ. დიდი ხუთეულის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩა.


ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 14 მაისს ჩატარდება.


შოუს დასასრულს, 14 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 62-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.


 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner