logo_geo
eng_logo
პროკურატურამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

19 სექტემბერი. 2018. 13:47

 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო  პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა  სიის  შესაძლო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

„გამოძიების დაწყების  საფუძველი  გახდა  პროკურატურისადმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 18 სექტემბრის  მომართვა, საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიის  შესაძლო  გაყალბებასთან დაკავშირებით.

 

გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner