logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: ევროკავშირთან ექსპორტის ზრდა პოზიტიურად უნდა შეფასდეს
- +

19 სექტემბერი. 2018. 15:32

 

 

„ექსპორტის ზრდის ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება ევროკავშირის ხაზით გარკვეული პოზიტიური შედეგის დემონსტრატორია“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ განაცხადა იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შეფასებისას.

 

მისი თქმით, საქართველოს პრიორიტეტი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ევროპაზე გადის და აქედან გამომდინარე, ევროპასთან ვაჭრობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან აქ მარტო რაოდენობრივი ფაქტორი არ მონაწილეობს, აქ ხარისხობრივი ფაქტორიც არის და ეს გვიჩვენებს რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი წარმოება და ჩვენი პოტენციალი საგარეო ვაჭრობისა მსოფლიო ბაზარზე.

 

„მართალია, ყველა ციფრი ციფრია, მაგრამ ევროკავშირთან გატანილი პროდუქციის რაოდენობრივი გამოსახულება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალო სტატისტიკური მონაცემები. ამიტომ ეს  მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს და ვფიქრობ,  კიდევ გვაქვს  პოტენციალი, რომ ეს მაჩვენებლები გავზარდოთ“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

 

ექსპერტის თქმით,  ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო პროდუქციის დივერსიფიკაციამაც.

 

„ასევე პოზიტიურად უნდა შეფასდეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გარკვეული ხელშემწყობია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გარდა ამისა, ჩვენს პოტენციალს აძლიერებს საგადასახადო შეღავათებიც“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner