logo_geo
eng_logo
შსს-მ ქუთაისის მერიის შენობაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

19 სექტემბერი. 2018. 18:00

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner