logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: დილა თენდება... ღირდა გაღვიძება?
- +

13 მაისი. 2016. 02:14


ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში ჩანახატს ავრცელებს:


„დილა თენდება... მადლობა უფალს, რომ კიდევ გათენდა, დღის სინათლეს საუბარი უჭირს, თუმცა ქვეცნობიარად რაღაც ახლის მოლოდინის რეჟიმში მაყენებს...

 მერე რა? რა და თითქოს ფიქრიც მეზარება, გააზრება წარსულისა და მოლოდინი სიახლისა, ვხსნი აქ ამ სოცილური ქსელის ჩემ გვერდს და ვკითხულობ პირველი რაც მხვდება თვალში- რას ფიქროობთ?

რას ვფიქრობ და... გულახდილად ვიტყვი, ფიქრის მეშინია უკვე, რატომ?

 

იმიტომ, რომ მეც ვატყუებ ჩემ თავს ხშირ შემთხვევაში, სხვა რას მატყუებს ეს სათქმელადაც არ ღირს, ისმის კითხვა, ის არა „გვეშველება რამე?"- არამედ ის, რომ- „ღირდაა... გაღვიძება?"

 

ამ დილით ერთი აზრი ამეკვიატა და მეგობარს გაუზიარე, მანაც მითხრა, მეც მაგ საფიქრალს ვებრძოდიო... გამეღიმა...  ადამიანები მეგობრად ისეთს ვირჩევთ საფიქრალისა და ქცევის ნორმების მიხედვით, რომ ლაგდება ურთიერთობა, ან მე ჩავრჩი სადღაც ქალაქ „ან არაში"  ჩემ მეგობრებთან ერთად, ან უკვე იქაური ვარ სადაც „მიქელაა" პრეზიდენტი.

აბა შეიძლება, იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ჰიმნი იწყება ფრაზით „ჩემი ხატია სამშომლო" და ყველას ფეხებზე ეკიდოს ყველაფერი საკუთარი მეს გარდა?

 

აი ჩემი მოსაზრებაც, საქართველოს ჰიმნი უნდა იყოს ნიკოლშოუს სიმღერით „ზოგი უბერავს ასე"...

ბოდიში, ერთი წუთით ფანჯარას დავხურავ , რაღაც მართლა დაუბერა...

ჰო, ჰო დაუბერა, მანდ როგორი ამინდია?!"

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner