სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან და პოლიტიკოსების კრიტიკისგან თავის შეკავებას სთხოვს.
„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს.
მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს" – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.