logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: 2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა
- +

24 თებერვალი. 2016. 11:34



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წელს დედაქალაქის მერიამ წინა წელთან შედარებით რაოდენობრივად 26%-ით მეტი ტენდერი გამოაცხადა.


 

2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, როდესაც 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 13 მილიონ ლარამდე იყო. 2015 წელს ტენდერით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა თანხობრივად, ჯამური მოცულობით წინა წელთან შედარებით 42%-ით არის გაზრდილი.
შემცირდა არშემდგარი ტენდერების რაოდენობა და ის არის 10%, მაშინ, როცა 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-ზე მეტი იყო. გაიზარდა შესრულებული სამუშაოების ხარისხი. ასევე კომპანიები გრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას და ეს კონტროლი და მონიტრონგის ინსტრუმენტი, რომელიც შემოვიღეთ, უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია მდგომარეობა ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner