logo_geo
eng_logo
აშშ-ში შტორმ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა
- +

19 სექტემბერი. 2018. 23:42

 

 

აშშ-ში შტორმ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. სტიქია აშშ-ის ორ შტატს, სამხრეთ კაროლინას და ჩრდილოეთ კაროლინას დაატყდა თავს.

 

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე ამ დროისთვის შესუსტებულია და საათში 75 კილომეტრს აღწევს. ამის მიუხედავად, ამ დრომდე რჩება ძლიერი წყალდიდობის საფრთხე, რადგან ძლიერ ქარს თან დიდი რაოდენობით ნალექი ახლავს.

 

სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის 27 ათასზე მეტი მცხოვრები დროებით თავშესაფარში იმყოფება. 500 ათასზე მეტი სახლი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner