„აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება – რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში“, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველო საკუთარ თავს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.
„ამით კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის და პრინციპში აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება – რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია”, – განაცხადა ბრაიან უიტმორმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.