logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო ერთ დღეს რომ გაგიჟდეს და გადაწყვიტოს, ნუდისტები ვხდებით, ჩვენ რა უნდა ვქნათ?!
- +

19 სექტემბერი. 2018. 23:44

 

 

„საკონსტიტუციო სასამართლო ერთ დღეს რომ გაგიჟდეს და ბატონმა ტურავამ გადაწყვიტოს, რომ ნუდისტები ვხდებით, ჩვენ რა უნდა ვქნათ?!“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

 

„მაგალითად, ტურავამ რომ გადაწყვიტოს პარლამენტის წევრი ნუდისტი უნდა იყოსო, პარლამენტში გახდილი უნდა მოვიდნენ და კანონებში სათანადო ცვლილებები უნდა მოხდეს?! ყველა ასეთი სიგიჟის გათვალისწინება ასე უნდა მოხდეს?!“, – განაცხადა ინაშვილმა.

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური იყო.

 

„ახლა განმარტება ხდება, რა ვქნათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, მაგრამ კანონები უნდა შევცვალოთო. ქვეყანაში ანტინარკოტიკული ეროვნული კონცეფცია არ არსებობს და ეს კონცეფცია, ეროვნული თანხმობის შედეგად, აუცილებლად უნდა შედგეს. ამაში ჩართული უნდა იყოს სამღვდელოებაც, სამეცნიერო წრეებიც და ა.შ. რეგულაციები აკავებს ვითარებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს, ტურავას სამარცხვინო გადაწყვეტილებამ გააფუჭა, მაგრამ პრობლემის გადაჭრას ეს არ ეხმარება.

 

შედგა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც ჩვენი პარტიაც მონაწილეობს. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება თვითდაზიანებას, თვითგანადგურებას, დეგრადაციას არ გულისხმობს. ჩვენ გვინდა, კონსტიტუციაში ეს შესწორება შევიდეს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო და ამიტომ, საზოგადოება უნდა გააქტიურდეს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში ხელმოწერები შევაგროვოთ და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების არსის შეცვლა შევძლოთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner