logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის კუნძულებს შტორმი „ალი" დაატყდა თავს
- +

20 სექტემბერი. 2018. 00:26

 

 

ბრიტანეთის კუნძულებს შტორმი „ალი” დაატყდა თავს. დაიღუპა ორი ადამიანი, ათასობით აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

ძლიერმა ქარმა რამდენიმე სატვირთო გადაატრიალა და სანაპიროსთან გაჩერებული გემი გაიტაცა. სტიქიის მიახლოების გამო, გაფრთხილება გაავრცელეს ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ინგლისში.

 

შტორმის გამო, გაუქმდა ათობით ავიარეისი. მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამგზავრებამდე ავიაკომპანიას ან აეროპორტს დაუკავშირდნენ და გადაამოწმონ, შესრულდება თუ არა ფრენა. შოტლანდიაში შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner