logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: მინდა, შსს-ს გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რადგან...
- +

20 სექტემბერი. 2018. 03:04

 

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მსჯელობას არ დავიწყებ, კარგი იყო, თუ ცუდი, შესაძლოა, პირადად მე ოდნავ სხვანაირი გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელსაც ადეკვატური პასუხი, ადეკვატური საკანონმდებლო სივრცის შექმნა სჭირდება“, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

 

„მინდა, შსს-ს გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის განხილვაც დღეს დავიწყეთ, მთელ სივრცეს მოიცავს და თეთრი ლაქები აღარ რჩება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მათიკაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ისეთ რეგულაციებს ადგენს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საერთოდ არ არსებობდა.

 

„მარიხუანასთან მიმართებით არსებულ რეგულაციებს კანონპროექტი მაქსიმალურად ამკაცრებს და ფაქტიურად, მარიხუანას მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეშია ნებადართული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მისი თქმით, ერთია პიროვნების თავისუფლად განვითარება, მეორე – შესაძლო რისკი, თუ ზიანი, რომელიც ამ ნივთიერებას ახლავს და მესამე – სახელმწიფოს ზრუნვა, რომ შესაძლო რისკისგან საზოგადოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner