logo_geo
eng_logo
კომპოზიტორთა კავშირი: ეს იქნება ჭკუის სასწავლებელი მაგალითი მათთვის!
- +

13 მაისი. 2016. 10:41



„კომპოზიტორთა სახლში გახსნილი აქვთ ბორდელი, 16-17 წლის ბავშვებს ამუშავებენ, ღამე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან და უმოწყალოდ სცემენ ახალგაზრდა ბიჭებს", - ამ სათაურით აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე წერილს გაზეთში „საქართველო და მსოფლიო" (2016 წ. 11 მაისი).



აღნიშნულ ფაქტს კომპოზიტორთა სახლში განცხადებით გამოეხმაურნენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპოზიტორთა სახლის წევრები პროკურატურისგან სანდრო ბრეგაძის დაკითხვას ითხოვენ.



„ჩვენ ნამდვილად ვერაფერს ვიტყვით იმის შესახებ, ბრეგაძის სტატიაში მოყვანილი რა საძმოები მოქმედებენ აღმაშენებლის გამზირზე, რაც შეეხება კომპოზიტორთა კავშირში ვითომდა „არსებულ ბორდელს, სადაც თურმე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან და უმოწყალოდ სცემენ ახალგაზრდა ბიჭებს", ეს ბინძური ჭორი ბარამ ბარამიძემ და გიორგი ბურჯანაძემ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაავრცელეს, რის გამოც ჩვენ მაშინვე ოფიციალურად მივმართეთ პოლიციას (რომელიც ჩვენი შენობიდან 50-ოდე  მეტრში მდებარეობს), დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

 

 

როგორც ველოდით, მსგავსი ფაქტები არ დადასტურდა, რის შემდეგაც კომპოზიტორთა კავშირის გამგეობამ ცილისწამებისათვის ბარამ ბარამიძესა და გიორგი ბურჯანაძეს სასამართლოში უჩივლა.

 

 

ეს ადამიანები ყველა ხრიკს მიმართავენ სასამართლო პროცესის გასაჭიანურებლად. ბოლოსწინა სასამართლო სხდომა გადაიდო მათი მოთხოვნით, რამდენადაც გამოთქვეს სურვილი კომპოზიტორთა კავშირთან მორიგებისა, საკითხავია - ვის უნდა შერიგებოდნენ - „ბორდელის ფუნქციონირების ხელშემწყობებს"? ესეც გაწელვის მიზნით განხორციელდა. ხოლო 6 აპრილს სასამართლოს ბოლო სხდომაზე ცილისმწამებელნი საერთოდ არ გამოცხადდნენ. ამის გამო პროცესი ისევ გადაიდო.

სასამართლოს მისაღები დარჩა საბოლოო გადაწყვეტილება და ისინი მკაცრად დაისჯებიან, რადგან მათი უმთავრესი პრინციპი - დააბრალე, რაც გინდა და მერე კეთილი ინებონ და თავი იმართლონ, ეწინააღმდეგება ცივილიზებული სამართლის ნორმებს.

 

 

ეს იქნება ჭკუის სასწავლებელი მაგალითი მათთვის, ვინც ასეთი ბოროტი და უღირსი ხერხებით ცდილობს შეკვეთების თუ ბინძური გეგმების განხორციელებას.

ჩვენს საწინააღმდეგოდ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის პერიოდში კომპოზიტორთა კავშირის შენობის პირველ სართულზე რამდენჯერმე შეიცვალა დამქირავებელი. ანუ რას გვიმტკიცებენ - ჩვენ მხოლოდ ბორდელზე ვაქირავებთ ფართს?

 

 

ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიციას, დაჰკითხონ სანდრო ბრეგაძე და მისი ინკოგნიტო ლაზი მეგობარი-ინფორმატორი.

 

 

ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს ბარამ ბარამიძის, გიორგი ბურჯანაძისა და სანდრო ბრეგაძის ხელწერა. საეჭვოა ისიც, რომ ბრეგაძე ათასი ჭორით აჭრელებს ჟურნალ-გაზეთებს და თავშიც არ მოსდის „ეროვნულების ლიდერს", თავად გადაამოწმოს მის მიერ გავრცელებული ფაქტები. ასე რომ მოქცეულიყო, მაშინ კომპოზიტორთა კავშირის შენობაში ვერ აღმოაჩენდა კანონდარღვევას, ვერც ბორდელს და ვერც უცხოელ დამქირავებელს, რადგან მოიჯარე საქართველოს მოქალაქეა.

 

 

თუ სანდრო ბრეგაძე მტკიცებულებებით ვერ დაადასტურებს მის სტატიებში მოყვანილ ყველა ფაქტს, რომელიც, როგორც „გულმხურვალე პატრიოტს", აღაშფოთებს, მასაც მოუწევს სასამართლოში გამოცხადება და  საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner