logo_geo
eng_logo
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერორისტული აქტივობის დასაფინანსებლად კრიპტოვალუტა „ზქაში“ გამოიყენა“
- +

20 სექტემბერი. 2018. 21:43

 

 

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერორისტული აქტივობის დასაფინანსებლად კრიპტოვალუტა „ზქაში“ გამოიყენა“, – ამის შესახებ Europol-ის ანგარიშშია ნათქვამი.

 

ევროკავშირის საპოლიციო სააგენტოს ინფორმაციით, დაეშს კრიპტოვალუტა ევროპის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების დასაფინანსებლად არ გამოუყენებია.

 

მსოფლიოში კრიპტოვალუტის პოპულარობის ზრდის პარალელურად, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ვირტუალური ვალუტით საიტების დომენები შეიძინა და სოციალური მედიის პლატფორმები ჩამოტვირთა, რაც რეკრუტირებისთვის, დაფინანსების მოპოვებისთვის და თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენა.

 

„ზქაში“ დეცენტრალიზებული საგადასახადო სისტემაა, რომელიც გამჭვირვალე გადარიცხვებს უზრუნველყოფს, მაგრამ ასევე გამოიყენება დაფარული შესყიდვებისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner