სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისგანცხადებით, 13 მაისის პლენარულ სესიას ვერ დაესწრება.
„პატივს ვცემ პარლამენტს, კანონს. ერთხელ ვიყავი ჩამოსული და ახლა მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რათა არ ყოფილიყო მითქმა-მოთქმა, ჩამოვიდა და არ დაესწროო. დატვირთული გრაფიკი მაქვს. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ძალიან კარგი შეფასებები იყო ჩვენი კოლეგა სტრუქტურების პირველი პირების მხრიდან. მინდოდა, ამ საკითხზეც მეთქვა დღევანდელ სხდომაზე. სამწუხაროდ, ძალიან ცუდია, რომ ვერ შედგა ჩემი პარლამენტში გამოსვლა და ანაგარიშის მოსმენა. შევეცდები, რომ ჩამოვიდე ისევ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში უკვე მეორედ ვერ შედგა.