logo_geo
eng_logo
24 თებერვალი - გიორგი სანაიას დაბადების დღეა
- +

24 თებერვალი. 2016. 11:35



გიორგი სანაიას დღეს 41 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი ტელეჟურნალისტი გიორგი სანაია 1975 წლის 24 თებერვალს დაიბადა.


1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდშივე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მოგვიანებით, მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ტელე-სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ში, სადაც გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი".



2001 წლის 26 ივლისს, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. ის საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მკვლელობის რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით მისი გარდაცვალება იმ პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.


გიორგი სანაიას დარჩა მეუღლე და ერთი შვილი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner