logo_geo
eng_logo
თბილისში ვენური დაავადებების სამედიცინო კონფერენცია გაიმართება
- +

13 მაისი. 2016. 11:19

 

 

ქვემო კიდურების ვენური დაავადებების მკურნალობის ეროვნული გაიდლაინის წარდგენა

 

13 მაისს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" (თბილისი, ვარდების მოედანი #1), დაიწყება საერთაშორისო კონფერენცია ვენური დაავადებების მიმართულებით. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება და მას ქართველ და უცხოელ ექიმებთან ერთად, დაესწრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საფრანგეთის ელჩი საქართველოში.


ძირითადი მომხსენებელი იქნება პროფესორი ენტონი კომეროტა, ამერიკული ვენური ფორუმის გაიდლაინის თანაავტორი, სისხლძარღვთა ქირურგი, ამერიკის 5-გზის საუკეთესო ექიმი. პირველად საქართველოში, მოხდება ქვემო კიდურების ვენური დაავადების მკურნალობის ეროვნული გაიდლაინის წარდგენა, რომელსაც სისხლძარღვთა ასოციაციის პრეზიდენტი - პროფ. მამუკა ბოკუჩავა წარადგენს და ეს რეკომენდაციები გადაეცემა ყველა მონაწილეს.


ღონისძიება ეძღვნება ქვდ-ის გავრცელებისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტებს. ქრონიკული ვენური დაავადება ვლინდება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა: ქვემო კიდურებში დაღლილობის, ტკივილის, დისკომფორტისა და შეშუპების შეგრძნება. აღსანიშნავია რომ მოსახლეობის 70%-ს ქრონიკული ვენური დაავადების სხვადასხვა ფორმა აწუხებს და საჭირობს დროულ და ადეკვატურ მკურნალობას, რათა არ მოხდეს დაავადების პროგრესირება.


აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გაიდლაინსა და რეკომენდაციებში, ისევე როგორც ქართულ ეროვნულ რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნულია ფრანგული ფლებოტროპული პრეპარატი დეტრალექსი 1000 მილიგრამის გამოყენების დიდი მნიშვნელობა ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner