პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა, იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებას სპორტსმენი Facebook-ის საკუთარ გვერდზე აზიარებს.
„წინა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 16 კაცშიც არ მოვიაზრებოდი, დღეს ევროპის ჩემპიონატიდან ვერცხლის მედალი მოგვაქვს, რომ არა ჩემი ფანტასტიური გუნდი მე ეს ძალა არ მექნებოდა , ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. ასევე მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს, თითოეული თქვენგანი ჩემთვის უდიდესი სტიმულია“. - წერს თიბილაშვილი.
გუშინ ევროპის ჩემპიონატზე მედალი კიდევ ერთმა ქართველმა პარამოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა აიღო. ოს ბრინჯაოს მფლობელი გახდა.