logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხზე ესაუბრა
- +

13 მაისი. 2016. 11:58



დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გუშინ უნდა შეხვედროდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სესიის გამო, შეხვედრა ვერ მოახერხა.


მეჭიაურის თქმით, ისინი შეხვედრაზე ტელეფონით შეთანხმდნენ და მის შესაძლო წასვლაზეც ისაუბრეს.



ვესაუბრე ყოფილ პრემიერს ტელეფონით. უახლოეს დღეებში შევხვდები. ასევე, ვგეგმავ მოქმედ პრემიერთან შეხვედრას. არის რაღაც თემები, რის გამოც ქართულ ოცნებასთან" იდეოლოგიური განსხვავება მაქვს. არ ვარ ისეთი გულჩვილი, ქართულ ოცნებაში" მყოფი რამდენიმე პიროვნების გამო მივიღო პარტიის დატოვების გადაწყვეტილება. უბრალოდ, რამდენიმე თემის გამო, ვფიქრობ ამ საკითხზე", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების" დატოვებას აპირებს, თუმცა ის პოლიტიკაში რჩება.


„პირWელთან" საუბარში დეპუტატმა დაადასტურა, რომ პარტიიდან წასვლას ფიქრობს და კონსულტაციებსაც ამასთან დაკავშირებით, თანაგუნდელებთან უახლოეს პერიოდში გამართავს.


კითხვაზე, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მეჭიაური აცხადებს, რომ მთავარი საქართველოს საგარეო კურსის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner