logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: არ არის გამორიცხული, ხვალ „ქართული ოცნების“ ყრილობა არ გაიმართოს
- +

13 მაისი. 2016. 12:31



დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული,  „ქართული ოცნების" ყრილობა ხვალ არ გაიმართოს.

მისი თქმით, ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიუღია.

 

 

მეც მიკვირს, რატომ დააგვიანეს მოსაწვევის მოცემა. ალბათ, არის სადღაც და მომცემენ, თუ საერთოდ უნდათ ჩემი მისვლა ყრილობაზე. ხვალ უკვე ყრილობაა, თუმცა არ არის გამორიცხული, ხვალ არც გაიმართოს და გადაიდოს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი პარლამენტში. შეიძლება, ერთი დღით გადავიტანოთ ეს ყრილობა", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.



დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის საკითხსაც გამოეხმაურა.



თუ პარტიულ სიაზეა საუბარი, დიდი იმედი არ მაქვს, რომ მასში ვიყო. არც მინდა, რომ ვიყო. ქართული ოცნების" მხარდაჭერით ვაპირებ, მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყო, თუმცა, არ მაქვს შეთანხმებული. განაცხადი გავაკეთე და იმედია, მისულია პირველ პირებამდე", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.



„ქართული ოცნების" ყრილობა ხვალ, 14 მაისს, 16:00 სააათზეა დაგეგმილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner