თურქეთის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში ქურთ მებრძოლებთან მომხდარი საბრძოლო შეტაკებების შედეგად ექვსი თურქი სამხედრო დაიღუპა და რვა დაიჭრა.
სამხედრო უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებები თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია ჰაკარიში გაიმართა.
მოგვიანებით, სამხედროებმა კონფლიქტის ზონაში სამხედრო ვერტმფრენი გაგზავნეს, თუმცა მან კატასტროფა განიცადა, რასაც ორი მფრინავის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თურქეთის გენშტაბის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამხედროებმა 15 ქურთი მებრძოლი მოკლეს.