logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: არ მაქვს ის განცდა, რომ ზაზა სარალიძე იჩაგრება
- +

22 სექტემბერი. 2018. 00:26

 

 

„შესაძლოა სიმართლეს ვერ მიაკვლია ვერც გამოძიებამ და ვერც კომისიამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სარალიძე დაიჩაგრა” , - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „tvპირველის“ ეთერში განაცხადა.  ხაინდრავამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

 

„ზაზა სარალიძის შემთხვევაზე გამიჩნდა ძალიან დიდი განცდა, რომ მან შვილი დაკარგა, მაგრამ განცდა, რომ ზაზა სარალიძე იჩაგრება მე არ მაქვს, იმიტომ, რომ არცერთ საქმეზე, ამდენი ქმედება არ ყოფილა, არცერთ საქმეზე არ შექმნილა კომისია. შესაძლოა სიმართლეს ვერ მიაკვლია ვერც გამოძიებამ და ვერც კომისიამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სარალიძე დაიჩაგრა”– განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner