logo_geo
eng_logo
ვიტალი დარასელია იხსენებს...
- +

13 მაისი. 2016. 13:29



ვიტალი დარასელია: ბურთი საჯარიმო მოედანთან მივიღე. ჩემს წინ ჰოპე იყო. ცრუ მოძრაობით უკან მოვიტოვე და საჯარიმო მოედნის ხაზი გადავკვეთე. ამ დროს ჩემკენ გამოემართა შნუპჰაზე. კვლავ ცრუ მოძრაობა გავაკეთე, მკვეთრად შემოვბრუნდი მარცხნივ და წინ გავიჭერი. შნუპჰაზემ წონასწორობა დაკარგა და დაეცა... მეკარე გრაპენტინს 17-15 მეტრი მაშორებდა, საჭირო იყო კიდევ ორი ნაბიჯის გაკეთება და დარტყმა, მაგრამ შევამჩნიე, რომ მარჯვენა მხრიდან სწრაფად მიახლოვდებოდა ერთ-ერთი მცველი, იგი აშკარად ხელს შემიშლიდა, მაგრამ ამ დროს გაჩნდა ნუკრი კაკილაშვილი და მცველი ,,ჩაკეტა". ორი ნაბიჯით წინ წავიწიე, ვიგრძენი, რომ გრაპენტინმა კოორდინაცია დაკარგა, ბურთი მარცხენა ფეხთან მქონდა, მთელი ჩემი ძალა და მონდომება იმ დარტყმაში ჩავაქსოვე...


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner