logo_geo
eng_logo
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი ადამიანი დააკავეს
- +

22 სექტემბერი. 2018. 10:33

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქეები – 1990 წელს დაბადებული მ.შ და 1980 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას თურქეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით, ნ.ს. კი ჩეხეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით ცდილობდა.

 

გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner