logo_geo
eng_logo
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
- +

22 სექტემბერი. 2018. 11:32

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, ირანის მოქალაქეები - 1990 წელს დაბადებული მ.შ და 1980 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას თურქეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით,  ნ.ს. კი ჩეხეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით ცდილობდა.

 

გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1 ნაწილით და 362-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner