რა ხდება ლეგენდარული პელეს საქართველოში მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით? როგორც ამ საქმის ორგანიზატორი ნიკოლოზ პატარქალიშვილი ამბობს, დრო აღარ ითმენს. ის კიდევ ერთხელ საუბრობს პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე, თავად „პელეს თასიც", რომლის ჩატარებაც თბილისში იგეგმება, ბევრ რამეზე მეტყველებს. პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ ამერიკიდან ბიზნესწრეების მოწვევასაც. პელეს ოფისის კომერციული დირექტორი სასწრაფო წესით ითხოვს ხელშეკრულების გაფორმებას პელეს ვიზიტთან დაკავშირებით.
„შარშან ბიძინა ივანიშვილი დამპირდა, რომ საქმის კურსში ჩააყენებდა „ქართუ" ფონდის ხელმძღვანელ ნიკა ჩხეტიანს და კახა კალაძეს. ვესაუბრე მთავრობის პრესატაშეს, რომელმაც დამიდასტურა, რომ ჩხეტიანი საქმის კურსშია, მაგრამ ამას სასწრაფოდ სჭირდება გადაწყვეტილების მიღება. დრო აღარ ითმენს! საჭიროა მხოლოდ მიზერული თანხები, ეს პროექტი ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება",- აცხადებს ნიკოლოზ პატარქალიშვილი.
მანვე დასძინა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროექტის თაობაზე ინფორმირებულია და მისგან მეტ აქტიურობას ელის.