ავტორი ალა გრიგალაშვილი
მამუკა კაციტაძისთვის პაატა ბურჭულაძის წასვლა პოლიტიკაში მოულოდნელი გადაწყვეტილება არ ყოფილა. „მას შემდეგ, რაც მან ჩამოაყალიბა კონკრეტული ფონდი, ყველასთვის ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან ის პოლიტიკაში მოვიდოდა", - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ექნება თუ არა ბურჭულაძეს საზოგადოების მხარდაჭერა, ამას აჩენებს მომავალი არჩევნები. მანამდე კი კაციტაძეს რაიმე პროგნოზის გაკეთება უჭირს.
„წინასწარმეტყველებებს ვერ დავიწყებ 2 დღის გამოცხადებულ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: კარგი მომღერალი, კარგი ბიზნესმენი, კარგი ექიმი არ ნიშნავს კარგ პოლიტიკოსს. აქედან გამომდინარე, აპრიორი იმის თქმა, რომ ვიღაც ივარგება, ვიღაც არ ივარგებს, არ იქნება სწორი. პოლიტიკა არის სხვა საქმე, პოლიტიკა არის სხვა პროფესია, სხვა სფერო. ვუსურვებდი წარმატებას და არ მომხდარიყოს ისე, რომ ოპერას დაეკარგოს პიროვნება და პოლიტიკას ვერ შეეძინოს", - განაცხადა კაციტაძემ.