logo_geo
eng_logo
სალომე ლილუაშვილი: ერთ დღეში რამდენიმე ათასი ლარი შეგროვდა!
- +

13 მაისი. 2016. 13:55



რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი ფეისბუქის" პირადი გვერდის საშუალებით საზოგადოებას  შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ევას შესახებ ინფორმაციას აწვდის:

წუხელ შორენა და ევა გაფრინდნენ თურქეთში. ევას ტრანსპორტირება რთული და სპეციფიკური იყო, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, პერსონალურად ნინო მამალაძეს. შაბათს, ხერხემალზე პირველი ურთულესი ოპერაციის ჩატარებაა დაგეგმილი. გუშინ შორენას საბანკო ანგარიშებზე მინიმალური თანხების ჩარიცხვაც კი ძალიან კარგად აისახა. 1 დღეში რამდენიმე ათასი ლარი შეგროვდა. მართალია, ეს ოპერაციისთვის არაა საკმარისი თანხა, მაგრამ ძალიან კარგი დასაწყისია. ასე რომ, გთხოვთ, ვისაც რა თანხის საშუალება გაქვთ, იქნებ გადარიცხოთ მითითებულ ანგარიშებზე. რაც მთავარია, მინდა, შორენას სახელით ყველას გადმოგცეთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის. მერწმუნეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი დედისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - წერს სალომე ლილუაშვილი.

შეგახსენებთ ევა ბარბაქაძის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიშები, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

საქართველოს ბანკი"
GE57BG0000000642055200

TBC ბანკი
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)

ბანკი
რესპუბლიკა"
GE39BR0000010929691997

მიმღები: შორენა ბეგაშვილი



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner