ავტორი ალა გრიგალაშვილი
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებაში" გამოჩნდებიან ახალი სახეები. მისი ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე პოლიტოლოგზე, ეკონომისტზე, ექსპერტზე. როგორც ჩიტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში ახალი სახეების გამოჩენა მისასალმებელია.
„არის ვარაუდი, რომ ანტიდემოკრატი, ანტიდასავლურად განწყობილი პიროვნებები ვერ მოხვდებიან საარჩევნო სიაში. ცხადია, პარტიაში აცნობიერებენ, რომ განახლება აუცილებელია. მითუმეტეს მაშინ, როცა არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ამიტომაც პარტია განახლებას საჭიროებს. მიმაჩნია, რომ მისასალმებელია, რაც უფრო მეტი ახალი სახე და პროდასავლურად განწყობილი ადამიანი იქნება მომავალ პარლამენტში, მათ შორის „ქართული ოცნებიდან", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, საარჩევნოდ გამოჩნდებიან „ქართული ოცნების" ის წევრებიც, რომლებიც ამ დრომდე საკრებულოებში იკავებენ თანამდებობებს.