დღევანდელ საქართველოში მიგრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა: შემოდიან უცხოელები ჩვენთან, სახლდებიან და ამ ქვეყნის მოქალაქეები ხდებიან. ქართველები კი, უცხო ქვეყნებში მიდიან და იქ ცდილობენ თავის დამკვიდრებას. მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში „გზა" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
გივი სიხარულიძე, მწერალი:
„ჩვენი ერის დეგრადაცია მაშინ დაიწყო, როცა ვაი-მწერლებსა და ე.წ. ინტელიგენციას საკუთარი დედის გინება და ჩვენი წმინდანების შეურაცხყოფა ვაპატიეთ, ამ დროს ხალხი გაჩუმებული იყო და ხმას არ იღებდა. საქართველო ძალიან ჰგავს უფესვო ხეს, დამპალ ფესვებზე აღმოცენებული ხე კი ვერც ვითარდება და ვერც ხარობს. იქ, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია, სადაც სახელმწიფო იმ დონემდე დავიდა, რომ კანაფის მოყვანა ბიზნესად იქცა, ამას სახელმწიფო უკვე აღარ ჰქვია...“