logo_geo
eng_logo
მსოფლიო პატრიარქის თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს
- +

23 სექტემბერი. 2018. 22:54

 

 

კონსტანტინოპოლის პატრიარქის თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს. ეს განცხადება ბართლომემ საკვირაო წირვის შემდეგ გააკეთა. ვიდეომიმართვა პატრიარქის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ახლა დადგა უკრაინის ჯერი, რომელიც ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, რადგან ეს მისი უფლებაა”, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

 

მისივე თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „მუქარის არ ეშინია“.

 

„ცოტა ხნის წინ, ქადაგებაში ვთქვი, რომ მსოფლიო საპატრიარქო არავის ემუქრება და მუქარის არ ეშინია. ის გარდაუვლად მიჰყვება და ასრულებს წმინდა მისიას”, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner