logo_geo
eng_logo
ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს
- +

13 მაისი. 2016. 14:42

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფააქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური დააკავა.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ბექაურმა ერთ-ერთ სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს ქალაქ თბილისში ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურაების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

 

 

2016 წლის აპრილში ვასილ ბექაურმა, გამოძიების ინფორმაციით, ქრთამის სახით აიღო 1800 ლარი. ამასთან, 2016 წლის 11 მაისს ვასილ ბექაურმა იმავე სამეწარმეო სუბიექტის მფლობელისგან ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.

 

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსისხლის სამართლის კოდექსის 338- მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner