logo_geo
eng_logo
საქართველოში საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა
- +

23 სექტემბერი. 2018. 23:00

 

 

კურორტ შეკვეთილის „ბლექ სი არენაში“ საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც ცნობილი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები ესწრებიან.

 

საღამოზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა.

 

ცერემონია გალა კონცერტით სრულდება, რომელზეც ცნობილი ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები გამოდიან.

 

ოლიმპიადის საშეჯიბრო ნაწილი ხვალიდან დაიწყება. 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე, ბათუმში, 190 ქვეყნის წარმომადგენელი პირველობისთვის იბრძოლებს.

 

ოლიმპიადის პარალელურად ბათუმში ფიდე-ს 89-ე კონგრესიც გაიმართება, რომელზეც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ.

 

ოლიმპიადის დასრულებისას, 5 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ლაშა ტალახაძე, ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი – 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან, ხოლო  კუ „ბათუსა“ საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმაა.

 

საჭადრაკო ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner