1) ლენინი, გარდაიცვალა ჭკუიდან შეშლილი, სიკვდილის წინ იგი ცოდვების მიტევებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს.
2) უინსტონ ჩერჩილის უკანასკნელი სიტყვები იყო „ვაიმე რა უგუნური ვყოფილვარ"
3) გრიგორი ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. სიკვდილის წინ მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ისმინე ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენთან არს, ერთი ღმერთი". იგი დახვრიტეს სტალინის ბრძანებით.
4) შარლ მე-9: დავიღუპე ამას ნათლად ვგრძნობ.
5) ემელიან იაროსლავსკი, ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით დაწვით ყველა ჩემი წიგნი! შეხედეთ წმინდანს, იგი დიდი ხანია მელოდება და აქ არის".
6) იაგოდა-საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს ღმერთი არსებობს, იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისთვის"
7) ფრანსუა-მარი არუე (ვოლტერი)-განთქმული მოქილიკე და ღვთის მგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა საკუთარი ცოდვებისთვის".