რამდენიმე წუთის წინ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც თითო ლარი მაინც გადაურიცხა შორენას ევას სამკურნალოდ.. აქვე მადლობა გადაუხადა კონკრეტულად შოთა არველაძეს და ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც, „მამულიჩას" თქმით, შორენას 10 000 დოლარი გადაურიცხა.