ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი „Young Georgian Lolitaz" „ევროვიზია 2016" ის ფინალში იმღერებენ!
ქართველმა მონაწილეებმა სტოკჰოლმში ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს.
საქართველო საუკეთესო ათეულშია!
ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი „Young Georgian Lolitaz" მსმენელის წინაშე მე-16 ნომრად წარდგნენ.
ქართველმა მუსიკოსებმა სიმღერა „Meed night gold" შეასრულეს.
მეორე ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად ერთობლივად გამოავლინეს.
ნიკა კოჩაროვი პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობს:
„ევროვიზია" არაპროგნოზირებადი კონკურსია. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება. შვება ვიგრძენით, როდესაც დაგვასახელეს ფინალისტებად. ყველა დადებით შეფასებას გვაძლევს.
ეს კონკურსი ბოლომდე მუსიკალური არ არის. მივყვებით დინებას",- აღნიშნა კოჩაროვმა.
შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია 2016" -ის გრანდიოზული და დაძაბული ფინალი 14 მაისს გაიმართება.