logo_geo
eng_logo
ოსლოს აეროპორტში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს
- +

24 სექტემბერი. 2018. 13:47

 

ოსლოს აეროპორტში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის 51 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ს ნორვეგიულ გამოცემა Aftenposten-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სამართალდამცველებმა მამაკაცი აეროპორტში 21 სექტემბერს დააკავეს, მეორე დღეს კი, სასამართლომ მას ორკვირიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

დაკავებული მომხდარს გაუგებრობას უწოდებს. ის ნორვეგიის პარლამენტში საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის სემინარში მონაწილეობდა, რომელიც ოსლოში 20-21 სექტემბერს იმართებოდა და ციფრულ ტექნოლოგიებს ეძღვნებოდა.

 

აღნიშნულ სემინარში სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლები მონაწილეობენ. ამასთან, უცნობია, არის თუ არა დაკავებული რუსეთის პარლამენტის თანამშრომელი.

 

რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ნორვეგიაში რუსეთის საელჩოში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner