logo_geo
eng_logo
მამუკა კაციტაძე: პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია!
- +

13 მაისი. 2016. 14:52



 „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ „რეპორტიორის"  პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე,  ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ისაუბრა. კაციტაძის  აზრით,  სახელისუფლო პარტიაში მომძლავრდა პრორუსული და ანტიდასავლური განწყობები, რამაც შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკაზე იქონიოს გავლენა.


კაციტაძე მიიჩნევს, რომ   NATO   არის ერთადერთი  საშუალება  დედამიწაზე, რომელმაც შეიძლება საქართველოსთვის და საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისთვის შეასრულოს  ბალანსის ფუნქცია, უზრუნველყოს ქვეყნის  უსაფრთხოება რუსეთთან მიმართებაში, რომელიც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. კაციტაძე ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ არის ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით.  



„არ ვეთანხმები მეჭიაურის განცხადებას, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით. მინდა, ბატონ თამაზს და ყველას, ვისაც ასე ჰგონია, მარტივად  და დარწმუნებით ვუთხრა, პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია ქართული სახელმწიფოს საგარეო ვექტორთან დაკავშირებით, იმ დღიდან, რაც მან პირველად შეაბიჯა პოლიტიკაში", -  განაცხადა კაციტაძემ.       


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner