logo_geo
eng_logo
აპირებს თუ არა მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი პოლიტიკაში წასვლას?
- +

13 მაისი. 2016. 14:53



მუსიკოსის, მომღერლისა და რეჟისორის, მიხეილ ზაქარიაშვილის თვალით დანახული პოლიტიკური ცხოვრება. რას ფიქრობს ზაქარიაშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, ამის შესახებ მუსიკოსი „რეპორტიორს" ესაუბრა.


- ბატონო მიხეილ, თქვენს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს. ერთ-ერთი სტატუსში თქვენ საუბრობთ პროვინციალიზმზე. კონკრეტულად რას გულისხმობდით და თვლით, რომ ეს სტატუსი საზოგადოებამ სწორად გაიგო?

 

- ჩემს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვთვლი, რომ სწორად ვერ გაიგეს ჩემი ნათქვამი. სიტყვებმა, „სოფლელი", „პროვინციელმა" და „გლეხმა" ძალიან შეიცვალა შინაარსი, როგორც კი ამ სიტყვებს იტყვი, მაშინვე აგრესია მოდის. ყველა სადღაციდან ვართ ჩამოსულები, უბრალოდ, მე ვამბობ ერთ რამეს, შენ როცა სადღაციდან ჩამოდიხარ, თავს იმითი კი ნუ იმკვიდრებ, რომ მე მაგინო ჩემს სახლში, უბრალოდ ჩამოდი და ქვეყნისთვის ღირსეული და სასარგებლო საქმე გააკეთე. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სოფლები დაცარიელდა, მიწები, რომლებიც ასეთი საოცარი გვაქვს, არ ვიყენებთ და ასე შემდეგ.  ყველას ვეტყოდი, რომ კიდევ ერთხელ წაიკითხონ ჩემი სტატუსი და იმედს ვიტოვებ,  ზუსტად მიხვდებიან ჩემს სათქმელს.


- რას ფიქრობთ, ხელოვნება პოლიტიკური საზღვრების გარეშე უნდა იყოს თუ არა?


- სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია, ჩვენდა უნებურად ხელოვნება და პოლიტიკა მუდამ ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მე პირადად 2003 წლის შემდეგ დამბლოკეს და კონცერტი აღარ ჩამიტარებია არსად, თუმცა დღემდე ვთვლი, რომ არც ერთი მომღერალი არ უნდა ამბობდეს, რომ ,,მიშისტია" ან ,,ბიძინისტი", ხელოვანმა ადამიანმა საჭიროა აკეთო შენი საქმე და ,,არავისტი" არ იყო, თუმცა აქ მეორე ფაქტორიც არის, ჩემი აზრით, მტერს არ უნდა უმღერო და უცეკვო. მაგალითად, როგორ წარმოგიდგენიათ, სომხეთმა აზერბაიჯანს უმღეროს ან პირიქით?  


- გეგმავთ თუ არა პოლიტიკური კარიერის დაწყებას?


- იყო შემოთავაზებები სხვადასხვა პარტიებისგან, თუმცა, ვთვლი, რომ ეს ჩემი საქმე არაა. 

 

- რას შეცვლიდით დღეს საქართველოში?


- ძალიან მინდა, ეს აგრესია, რომელიც დღეს ჩვენთან არსებობს, გაქრეს. სამწუხაროა, რომ ყველა ერთმანეთის მტრები ვართ, ერთმანეთის აზრს პატივს აღარ ვცემთ და პირდაპირ ლანძღვა-გინებაზე გადავდივართ. მინდა, ჩემმა შვილებმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ და მეც არასდროს აღარ მიწევდეს პოლიტიკაზე ლაპარაკი, რადგან ხელისუფლების იმედი მქონდეს, რომ ჩემი ლაპარაკის გარეშეც მიხედავს ქვეყანას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner