logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა
- +

24 სექტემბერი. 2018. 22:01

 

 

გამოცემა BMG-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის, საერთაშორისო მრჩეველი გახდა.

 

როგორც კვირიკაშვილმა უთხრა BMG-ს, იგი უზბეკეთის მთავრობას დაეხმარება საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში.

 

მისი თქმით, კონტრაქტი EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გააფორმა.

 

კვირიკაშვილი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იკავებდა საქართველოს პრემიერის პოსტს.

 

მანამდე იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner