გამოცემა BMG-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის, საერთაშორისო მრჩეველი გახდა.
როგორც კვირიკაშვილმა უთხრა BMG-ს, იგი უზბეკეთის მთავრობას დაეხმარება საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში.
მისი თქმით, კონტრაქტი EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გააფორმა.
კვირიკაშვილი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იკავებდა საქართველოს პრემიერის პოსტს.
მანამდე იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.