logo_geo
eng_logo
დოდო ხურცილავა: ზურაბიშვილი არაა კონიუნქტურის ქალი, ძალიან დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანია!
- +

25 სექტემბერი. 2018. 03:23

 

 

 

თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართა გამოთქმულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ის კრემლის პოლიტიკლის გამტარებელია „tvპირველის“ ეთერში გამოეხმაურა და დასძინა, რომ „როცა ზურაბიშვილზე ამბობ, რომ კრემლის მომხრეა ცოტა სინდისმა უნდა შეგაწუხოს”.

 

„მან თქვა ქალაქი დაბომბაო, ჩვენ მოგვწონდა როდესაც პუტინი თავის ქალაქს ჩეჩნეთში ბომბავდა? ცხადია არ მოგვწონდა. რაც ეხება სააკაშვილის პასუხისმგებლობას, ეს არ არის რომელიმე ერის წინაშე, ეს არის საქართველოს წინაშე. რატომ გამოვიდა მაშინ გენერალი ყურაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა გვინდოდაო და მერე რატომ გადაათქმევინეს ეს? – ჩვენ მართლა შტერები კი არ ვართ და არაფერი არ გვახსოვს, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს.

 

სალომე ზურაბიშვილი არ არის კონიუნქტურის ქალი, ეს არის ძალიან დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანი, ის ენის მოჩლექით არ ილაპარაკებს არავისთან, შესაძლოა ცოტა ხისტია, ზედმეტად ამბიციურია, მან იცის საკუთარი თავის ფასი  და ძალიან კარგად იცის რასაც ამბობს“ , – განაცხადა ხურცილავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner